Thursday, June 7, 2012

პროექტის მიზანი, აღწერა, შედეგი

   პროექტის მიზანია წარმოვაჩინოთ, თუ რამ შეიძლება დააინტერესოს უცხოელები საქართველოში,რამ შეიძლება მიიქციოს მათი ყურადღება და დაიმსახუროს მოწონება.უცხოელებში იგულისხმებიან არა მხოლოდ ტურისტები ,არამედ უცხოელი პარტნიორებიც,რომელთაც, შესაძლოა ინვესტიცია განახორციელონ ჩვენს ქვეყანაში.
   პროექტში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს უმთავრეს ღირებულებებზე, მათ სპეციფიკურ მხარეებზე.სხვასასხვა ლიტერატურიდან მოძიებული მასალები მკითხველს დაეხმარება ღრმად ჩასწვდეს ამ საკითხებს და გააანალიზოს, თუ რა აქვს საქართველოს ისეთი განსაკუთრებული,რამაც უცხოელების დაინტერესება შეიძლება გამოიწვიოს.
   პროექტში არის კვლევები,რომლებიც სხვადასხვა ლიტერატურიდან იქნა მოძიებული, ჩატარდა გამოკითხვა სტუდენტებსა და თბილისის ქუჩებში მოსეირნე უცხოელებს შორის და მოცემული შედეგები შემდგომ უკვე დიაგრამაზე აისახა.დადგინდა, თუ რამ შეიძლება დააინტერესოს უცხოელები საქართველოში.

Friday, June 1, 2012

ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელობა

საქართველო  მდებარეობს  ევროპის  უკიდურეს  სამხრეთ  აღმოსავლეთ  ნაწილში, კერძოდ,  კავკასიაში. ევროპისა  და  აზიის  გზათა  შესაყარზე, კავკასიის  სამხრეთ  დასავლეთ  ნაწილში. კავკასია  მოიცავს  ტერიტორიას  შავ, აზოვისა  და  კასპიის  ზღვებს  შორის. კავკასიონის  ქედი  მას  ორ  ნაწილად, ჩრდილოეთ,  ანუ  იმიერკავკასიად  და  სამხრეთ,  ანუ  ამიერკავკასიად  ყოფს. ჩვენი  ქვეყანა  ამიერკავკასიის  დასავლეთ  ნაწილში  მდებარეობს.
     პასუხი  მუდმივ  კითხვაზე, საქართველო  ევროპაში  მდებარეობს, თუ  აზიაში,  ერთმნიშვნელოვანი  იქნება, თუ  მას  კავკასიის  მდებარეობას  დავუკავშირებთ. -  საქართველო  კავკასიის  შემადგენელი  ნაწილია, კავკასია  კი  ევრაზიის  ყელზეა  განლაგებული. ევროპასა  და  აზიას  შორის  საქაღთველოს  გეოგრაფიული  მდებარეობის  უფრო  კონკრეტული  განსაზღვრა  პირობითია, თუმცა  თავად  საქართველო  არჩევანს  ევროპის  სასარგებლოდ  აკეთებს.
საქართველო   სამხრეთ  კავკასიის  რეგიონში  ზღვისპირა  და  ცენტრალური  მდებარეობით  გამოირჩევა, რაც  დადებით   გავლენას  ახდენს  ქვეყნის  ეკონომიკურ  განვითარებაზე.
 საქართველო  იმ  უძველეს  სატრანსპორტო  გზაჯვარედინზე  მდებარეობს, რომელიც  აკავშირებდა  და  აკავშირებს  ჩრდილოეთისა  და  სამხრეთის, დასავლეთისა  და  აღმოსავლეთის  ქვეყნებს. სწორედ  მასზე  გადიოდა  ევროპა–აზიის  დამაკავშირებელი  საქარავნო – ძველი  აბრეშუმის  გზა. საბჭოთა  კავშირის  დაშლის  შემდეგ  დაიწყო  ახალი  პროექტის  მზადება  ძველი  ,,აბრეშუმის  გზის“  აღსადგენად.
საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით - ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს, გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია კავშირი მთელ მსოფლიოსთან, ხოლო მდ, დუნაის მეშვეობით - აღმოსავლეთის და ცეტრალური ევროპის ქვეყნებთან.
1998  წელს  ბაქოში  ხელი  მოეწერა  საერთაშორისო  ხელშეკრულებას  ევროპა–კავკასია–აზიის  სატრანსპორტო  დერეფნის  შექმნის  თაობაზე, რომელიც  დასავლეთ  ევროპასა  და  აღმოსავლეთ  აზიას დააკავშირებს  კავკასიისა  და  შუა  აზიის  გავლით. ამ  დერეფანს  შემოკლებით  ,,ტრასეკას”  უწოდებენ. მას  ასევე  იხსენებენ, როგორც  ახალი  ,,აბრეშუმის  გზა“.
 სატრანსპორტო  მაგისტრალები, რომლებიც  რამდენიმე  ქვეყნის  ტერიტორიაზე  გადის, საერთაშორისო  მნიშვნელობას  იძენს, სწორედ  ამგვარი  დერეფნები  ასრულებს  მთავარ  როლს  ქვეყნებს  შორის  კავშირის  გაფართოებასა  და  სატრანპორტო  სისტემის  ჩამოყალიბებაში.
                               
ე კონომიკურ გეოგრაფიული მდებარეობა
       ეკონომიკურ-გეოგრაფიული  თვალსაზრისით,  საქართველო  ოდითგანვე  დასავლეთისა  და  აღმოსავლეთის  ცივილიზაციების  დამაკავშირებელ  ხიდს  წარმოადგენდა, შავიზღვისპირა  მდებარეობა  კი  მას  დიდ  უპირატესობას  ანიჭებს  სამხრეთ  კავკასიის  სხვა  სახელმწიფოებთან  შედარებით.
საქართველოს  სატრანსპორტო - გეოგრაფიული  მდებარეობა  ამჟამად  მეტად  ხელსაყრელია, რაც  გამოიხატება  შავი  ზღვის  სანაპიროზე  მისი  მდებარეობით, უმოკლესი  სახმელეთო  გზების  არსებობით  ევროპასა  და  აზიას  შორის  კავშირის  დასამყარებლად. საბჭოთა  კავშირში  ყოფნისას  იგი  სატრანსპორტო  ჩიხში  იყო  და  მსოფლიოს  ქვეყნებთან  ურთიერთობა  მხოლოდ  მოსკოვის  გავლით ხორციელდებოდა. დამოუკიდებლობის  მოპოვების  შემდეგ  ქვეყანამ  პრაქტიკულად  სატრანსპორტო  გზაჯვარედინის  ფუნქცია  შეიძინა.
მეზობელი  ქვეყნების ენერგიის  წყაროების მიმართ  მდებარეობა ძალიან  ხელსაყრელია. ეს  ქვეყნებია: აზერბაიჯანი, ყაზახეთი  ირანი, თურქმენეთი და  სხვა.
საქართველოს  ხელსაყრელი  სატრანსპორტო-გეოგრაფიული  მდებარეობის  მნიშვლელობა  მას  შემდეგ  დადასტურდა  და  გაიზარდა, როცა  საფუძველი  ჩაეყარა  ბაქო - სუფსის  და  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის  ნავთობსადენის  მშენებლობას. 
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი 1760 კმ სიგრძის სადენია, რომლის დანიშნულებაა გადაუმუშავებელ ნავთობის ტრანსპორტირება კასპიის ზღვაში აზერბაიჯანის შირაქ-გუნეშლის ნავთობის საბადოდან ხმელთაშუაზღვის სანაპირომდე. ის გადის ბაქოზე, თბილისსა და მთავრდება ჯეიჰანში, თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა პორტში. ეს არის მსოფლიოში სიგრძით მეორე ნავთობსადენი პირველია ,,დრუჟბას” ნავთობსადენი, რომელსაც ნავთობი რუსეთიდან ცენტრალურ ევროპაში გადააქვს.
,,შაჰდენიზის” გაზსადენი, ანუ ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი ბუნებრივი აირის სატრანსპორტო მილსადენი, შაჰდენიზის გაზის ბაქნის აზერბაიჯანის სექტორიდან, საქართველოს გავლით მიდის თურქეთში. 2006 წლის 21 მაისს პირველი საცდელი ბუნებრივი აირი ჩაიტვირთა გაზსადენში სანგაჩალის ტერმინალიდან. გაზის პირველი გაშვება 2006 წლის 30 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი. ტექნიკური მიზეზების გამო გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება 2006 წლის 20 დეკემბრამდე გადაიდო.
გაზსადენი იმავე კორიდორში შენდება, სადაც რამდენიმე წლით ადრე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გაიყვანეს ბუნებაზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით. გაზსადენის სიგრძე 692 კმ-ია, ხოლო წლიური გამტარობა 16 მილიარდი კუბური მეტრი. მომავალში გათვალისწინებულია გაზსადენის თურქმენულ და ყაზახურ მწარმოებლებთან შეერთება ტრანსკასპიური გაზსადენის მეშვეობით, რომელიც ჯერ პროექტშია. აზერბაიჯანში  ყაზახეთის  ელჩის  სერიკ  პრომბეტოვის  განცხადებით,  ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის  ნავთობსადენის  პროექტში  ყაზახეთის  მონაწილეობა  კვლავ  ძალაში  რჩება, მაგრამ  ყაზახეთი  მხარს  უჭერს  ალტერნატიულ  გზებსაც. ვინაიდან  საქართველოში  განვითარებული  მოვლენების  გამო, ჩვენ  ვიზარალეთ – ამბობს  პრომბეტივი, ამიტომაც  ვმუშაობთ  ალტერნატიულ  გზებზე  და  ვფიქრობთ  ორი  წლის  შემდეგ  შევუერთდებით  კასპიიდან  ჩინეთამდე  გამავალ  ნავთობსადენს.
გაზსადენის პირველადი დანიშნულება თურქეთისა და საქართველოსთვის გაზის მიწოდებაა. როგორც ტრანზიტული სახელმწიფო საქართველო წლიური გაზის გამტარობიდან 5%-ს იტოვებს ტარიფის სახით და ასევე შეუძლია 0,5 მილიარდი კუბური მეტრი შეიძინოს ყოველწლიურად ფასდაკლებით. გრძელვადიან პერსპექტივაში სამხრეთ კავკასიის გაზსადენი გაზს ევროპასაც  მიაწოდებს.
სამხრეთ კავკასიურ მილსადენით საქართველოში მოწოდებული გაზი წარმოადგენს ალტერნატიულ ენერგეტიკულ რესურსს, სწორედ ამის გამო მას ქვეყნისთვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება. ამ გაზსადენის ამოქმედებით საქართველო მთლიანად აღარ არის დამოკიდებული რუსულ ბუნებრივი აირის მონოპოლისტ ”გაზპრომზე”.  მასთან ერთად მიაწოდებს გაზს თურქეთი-საბერძნეთი და საბერძნეთი-იტალიის სადენების შეერთება.
2008 წლი 16 აპრილს, ვაშინგტონში ა.შ.შ.-ს სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ნავთობითა და ბუნებრივი აირით ევროპის მომარაგების გეგმის შექმნის პროცესი მალე დასრულდება, დასავლეთის სხვ ქვეყნებთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ ახალი თაობის ინფრასტრუქტურა. ისიც ითქვა, რომ ახალი გეგმის წინაპირობა ბაქო- თბილისი- ჯეიჰანის წარმატებული პროექტია, ხოლო ამ ოპპროექტის მთავარი მიზანი ევროპისთვის  ენერგორესურსების სატრანზიტო ე.წ. სამხრეთის დერეფნის ჩამოყალიბებაა. სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ თურქეთ-საბერძნეთ-იტალიის დამაკავშირებელი მილსადენი  ,,ნაბუკო” ბაქო-სუფსა-ოდესა-ბროდი-გლდანსკის მილსადენი - კასპიის ზღვის აუზის ენერგოსიმდიდრის მთავარ სატრანზიტო გზად იქცევა, რომელიც 2010 წლის ბოლოსთვის, ან 2011 წლის დასაწყისისათვის კასპიის ზღვის 1-ლი ნაკადის გაშვება შესაძლებელი გახდება.
ამ პროექტის განხორსიელებით ევროპა აღარ იქნება დამოკიდებული რუსეთის ენერგომატარებლებზე, ამიტომ რუსეთი ცდილობს თვითონ გახსნას (რუსეთი-უკრაინა-ბულგარეთი-საბერძნეთის) სამხრეთი ნაკადი. ამავე დროს აშენებს ჩრდილოეთის ნაკადს, რომელიც ბალტიის ზღვის ქვეშ გავლით შედის ევროპაში, კერძოდ, გერმანიაში, თუმცა რუსეთი საკუთარი რესურსით მხოლოდ ჩრდილოეთის ნაკადს დააკმაყოფილებს, ხოლო სამხრეთი ნაკადისათვის მას უნდოდა გამოეყენებინა შუა აზიის, კერძოდ, თურქმენეთის  და აზერბაიჯანის ნავთობი, რაზედაც ამ სახელმწიფოებიდან ჯერჯერობით უარი მიიღო.
იგივეს  თქმა  შეიძლება საქართველოს აგრარულ–გეოგრაფიულ და  რეკრეაციულ-გეოგრაფიული მდებარეობის  შესახებაც, რადგანაც  იგი  მნიშვნელოვან  ტურისტულ  რეკრეაციულ  არიალებს: კავკასიონსა  და  შავიზღვისპირეთს  შორისაა  მოქცეული. ამ  ორ  ელემენტს  არანაკლები  მნიშვნელობა  აქვს როგორც საქართველოს, ასევე  მისი  მეზობელი  ქვეყნებისთვისაც.

საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა
ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა მეზობელ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებით ფასდება. განვიხილოთ გეოპოლიტიკური მდებარეობის სრუქტურა, რომელიც გამოხატავს ქვეყნის ტერიტორიის მდებარეობას ძალისმიერი ცენტერების, ანუ სამხედრო სიმძლავრის მქონე კერების, სამხედრო და პოლიტიკური ბლოკების, საერთაშორიშო პოლიტიკურ-ეკონომიკური ორგანიზაციების წევრი ქვეყნების, კონფლიქტური რეგიონების მიმართ და სხვ.
საქართველოს პოლიტ.გეოგრაფიული მდებარეობა რამდენიმე სივრცით განზომილებაში განიხილება: მაკრო(მსოფლიოს ან ევრაზიის პოლიტიკურ რუკაზე), მეზო (მარტო ევროპის ან კავკასიის რუკაზე) და მიკრო(საქართველოს სხვადასვა რეგიონის განლაგების მიმართ).
საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა განისაზღვრება მისი ურთიერთობით უშუალო მოსაზღვრე(რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის) და არამოსაზღვრე, მაგრამ ახლო მეზობელ ქვეყნებთან. ესენია: უკრაინა, ბელორუსია, მოლდავეთი, ირანი, სირია და ა.შ; აგრეთვე ამ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციებით. საქართველოს მეზობელი ქვეყნების უმრავლესობა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებია. რუსეთი, სომხეთი აზერბაიჯანი, თუექმენეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ბელორუსია, მოლდავეთი, დანარჩენი კი ყოფილი სოციალისტური და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები: სირია . ირანი, თურქეთი. აქედან მხოლოდ თუექეთია ნატოს წევრი სახელმწიფო. საქართველოს გეოპოლიტიკური სივრცე ქრისტიანული და მუსლიმანური რელიგიების გავრცელების არეალია. ამავე დროს მეტად მრავალფეროვანი ეროვნული შემადგენლობით გამიოირჩევა. საქართველოს ასეთი მდებარეობა ძველად უარყოფითად მოქმედებდა მის ისტორიაზე, ახლა კი შეიძლება სასიკეთოდაც იმოქმედოს, რადგანაც ჩვენ დღეს ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს და სხვადასხვა კულტერებთან ურთიერთობა  დადებითად იმოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მეტად ხელსაყრელი მდებარეობა აქვს, რაც განაპირობებს მის ეკონომიკურ განვითარებას და საერთაშორისო ეკონომიკურ-პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, მაგრამ ქვეყნის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებამ, რუსეთის გავლენის სფეროდან გამოსვალის მცდელობამ და დასავლეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტეგრაციისკენ მისწარაფებამ გაანაწყენა რუსეთი, რასაც მოჰყვა 2008 წლის აგვისტოში  მისი ასეთი აგერსია.

მინერალური რესურსული ფონდი

საქართველოს მინერალური რესურსული ფონდი მოიცავს 950 საბადოსა და გამოვლინებას. რესურსული ფონდის 62.8% წარმოადგენს მსხვილ (ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის)საბადოს, 30.9% _ ადგილობრივი მნიშვნელობის საბადოს, 6.,2% _ გამოვლინებას.

მანგანუმი - საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის მანგანუმის მარაგები არსებობს, მათ შორის ჭიათურის საბადოს სიდიდისა და მადნის თვისებების მიხედვით, მეორე რეიტინგი აქვს მსოფლიოში.

ბარიტი - საქართველოში 33 ბარიტის საბადოა. მათი მთლიანი მარაგები 8 მლნ ტონას აღემატება.
კალციტი - საქართველოში კალციტის 4 საბადოა და ოთხივე იმერეთშია განლაგებული;
ბენტონიტი - ბენტონიტი უნიკალური ნედლეულია, რომელსაც მრავალმხრივი გამოყენება აქვს. საქართველოში ბენტონიტის მარაგები 130 მლნ ტონას აღემატება.
ცეოლითი - ნედლეული თავმოყრილია ერთმანეთთან ახლოს მცხეთის რაიონში.  ცეოლითი წარმოდგენილია ყველაზე უფრო კარგი ტექნოლოგიური თვისებების მქონე მინერალით _ კლინოპტილოლიტით, რომლის შემცველობა სამთო მასაში სტაბილურად 60% შეადგენს, რის გამოც ნედლეული გამდიდრებას არ საჭიროებს.
დიატომიტე - საქართველოში არსებობს ერთადერთიმაგრამ დიდი მარაგებისა (7 623.6 მ3) და უნიკალური თვისებების მქონე ქისათიბის დიატომიტის საბადო, რომელიც განლაგებულია სამცხე-ჯავახეთის ახალციხის რაიონში. დღეისათვის დიატომიტის საბადოში სამუშაოებს ამერიკული კომპანია Agate-Diatomite LLC-I აწარმოებს.
პერლიტი - საქართველოში მხოლოდ ერთი ფარავანის _ პერლიტის საბადოა ცნობილი, მაგრამ მისი მარაგები ძალიან მნიშვნელოვანია (60 291 ათ. მ3). საბადო განლაგებულია თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით 85 კმ-ში, წალკისა და ნინოწმინდის რაიონების საზღვარზე.
მჟავაგამძლე ანდეზიტი - მჟავაგამძლე ნედლეული საქართველოში, ძირითადად, წარმოდგენილია მეოთხეული ასაკის ლავური ნაკადებით, რომლებიც გავრცელებულია მცხეთა_მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. 4 სამრეწველო მნიშვნელობის საბადოს მთლიანი მარაგები 22 მლნ ტონას აღემატება.
მირაბილიტი (გლაუბერის მარილი) - საქართველოში გლაუბერის მარილის სამი საბადოა ცნობილი, მათ შორის თბილისში, გლდანის საბადოს მარაგები ფაქტობრივად ამოწურულია, ხოლო საგარეჯოს რაიონში ორი მლაშე ტბის მირაბილიტის მთლიანი მარაგები 1 მლნ ტონას აღემატება.მიუხედავად იმისა, რომ Na2SO4 შემცველობით ეს საბადოები მსოფლიო ხარისხის ნედლეულს შეიცავს.

ფოსფორიტი - ფოსფატური სასუქი სოფლის მეურნეობაში. საქართველოში ორი ფოსფორიტის საბადოა, რომლებიც იმერეთსა და ლეჩხუმშია გავრცელებული. მთლიანი მარაგები 0.5 მლნ ტონას აღემატება.
ლითოგრაფული ქვა - მიუხედავად თავის სახელწოდებისა, თანამედროვე სამყაროში ლითოგრაფული ქვა გამოიყენება ხელოვნური ალმასების წარმოე-ბაში კონტეინერების დასამზადებლად. საქართველოში ამ ნედლეულის მარაგები საკმარისია და ამ თვალსაზრისით კარგად შესწავლილია ალგეთის საბადოს ტექნოლოგიური თვისებები.
მინერალური პიგმენტი - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მინერალური პიგმენტის მარაგები საკმარისია საღებავის დასამზადებლად, ხოლო მათი თვისებები აკმაყოფილებს მოთხოვნილებას ქუთაისის ლიტოფონური ქარხანა მხოლოდ ბარიტის ბაზაზე წარმოებულ თეთრ საღებავს უშვებდა. დღეს წარმოება შეჩერებულია.
ქალცედონი და სპონგოლიტი - საქართველოში ქალცედონისა და სპონგოლიტის მხოლოდ აჯამეთის საბადო არსებობს, რომელიც ქუთაისის მიმდებარედ მდებარეობს.
კერამიკული რესურსები - საქართველოში არსებობს კერამიკული რესურსების საკმარისი მარაგები ფაიფურისა და ქაშანურის მრეწველობის განვითარებისთვის, მაგრამ ისინი მრეწველობაში არ გამოიყენება.
ნახევრადძვირფასი და სანაკეთო ქვები - საქართველოში არსებობს 22 აქატის, 29 მთის ბროლის, 11 გიშრის, 5 ონიქსისა და 1 ობსიდიანის საბადო და გამოვლინება.
მოსაპირკეთებელი და საშენი ქვების რესურსები - საქართველოში 231 საბადოა, რომელიც მიეკუთნება სხვადასხვა ტიპს და გამოირჩევა დეკორატიული თვისებების მრავალფეროვნებით
მეტალურგიული, ინერტული და სამშენებლო რესურსები - საქართველოში ამ ეკონომიკური ტიპის 363 საბადოა, რომელიც მოიცავს მშენებლობისთვისა და საფლუსე ყველა საჭირო ნედლეულს.

წიაღისეულის რესურსები

საქართველოს მინერალური რესურსების ზოგადი დახასიათებისათვის აუცილებელია მათი კლასიფიკაციური სქემის არსებობა. დღეისათვის ყველაზე გავრცელებულია მინერალური რესურსების დაყოფა მის მადნიან და არამადნიან სახე-სხვაობებად. ამასთან, ამ ორ ძირითად კლასში ჩვეულებრივ გამოყოფენ რამდენიმე სამრეწველო-ეკონომიკურ ტიპებს:
• სათბობ-ენერგეტიკული რესურსები (ქვა და მურა ნახშირი, საწვავი ფიქლები, ნავთობი, თერმული წყლები, ტორფი);
• მეტალები და იშვიათ ელემენტთა რესურსები (რკინა, ტიტანი, მანგანუმი, ალუმინიუმი, ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, ტყვია, თუთია, მოლიბდენი, ვოლფრამი, კალა, ვერვხლისწყალი, დარიშხანი, ანთიმონიუმი);
• ქიმიური, აგროქიმიური და სხვა რესურსები (ბარიტი, კალციტი, ბენტონიტები, ტალკი, გოგირდი, ცეოლითები, დიატომიტი, პერლიტები, მჟავაგამძლე ანდეზიტები, მირაბილიტი,  ლითოგრაფიული ქვა, მინერალური საღებავები (პიგმენტები), ფოსფორიტები, Hქალცედონი, სპონგოლიტი და სხვ);
• სანაკეთო ქვები და კერამიკული რესურსები (ტრაქიტები და პეგმატიტები, ფაიფურის ქვა, კაოლინური თიხა, მთის ბროლი, აქატი, ოპალი და ონიქსი, გიშერი, ობსიდიანი);
• მოსაპირკეთებელი და საშენი  მასალების რესურსები (გაბროები, გრანიტები, სიენიტები, სხვადასხვა დიორიტები, გაბრო-დიაბაზები, ტეშენიტები, ანდეზიტი, დაციტი, ბაზალტები, ტუფები, მარმარილოები, მარმარილოსებრი კირქვები, საშენი კირქვა და სხვ.);
• მეტალურგიული, ინერტული და საამშენებლო მასალების რესურსები (საფლუსე კირქვები, ქვიშა-ხრეში, კაჭარი, ვულკანური წიდა, საყალიბე სილა, სამინე ქვიშა, საკირე კირქვა, მეტალურგიისათვის დოლომიტები, საცემენტე კირქვები და საშენი ქვები, ანჰიდრიდი, თაბაშირი, გაჯი, საკირე კირქვები, ცარცი, ცეცხლგამძლე თიხები, სააგურე და საკრამიტე თიხები, სახურავი ფიქლები და სხვა.);
• მიწისქვეშა მინერალური წყლები; (მტკნარი, მინერალური და თერმული წყლები).

Wednesday, May 30, 2012

საქართველოს სოფლის მეურნეობა

     სოფლის მეურნეობის დარგები ხასიათდებიან მაღალი შრომატევადობითა და ინტენსიურობით. ამიტომ საერთაშორისო მასშტაბით მათი პროდუქციის წარმოებაზე საქართველოს სპეციალიზაციას, ძირითად და გადამწყვეტ ფაქტორთან- ხელსაყრელი ნიადაგურ-კლიმატური პირობების არსებობასთან ერთად, იმთავითვე განსაზღვრავდა აგრეთვე მისი ისეთი მნიშვნელოვანი თავისებურება, როგორიცაა მიწის რესურსებით უზრუნველყოფის შედარებით დაბალი დონე.აქ ინტენსიურ მიწათმოქმედებას ექვემდებარება ქვეყნის ტერიტორიის საერთო მოცულობის მოცულობის მხოლოდ  15,5 % ,რაც მეტად აქტუალურს ხდის მისი რაციონალური გამოყენებს პრობლემას

ქართული სითბო და სტუმართმოყვარეობა

   


საქართველოში ჩამოსული აუცილებლად აღმოჩნდებით ტრადიციულ ქართულ სუფრასთან, სადაც შეხვდებით წარსულს, შეიგრძნობთ აწმყოს და შესვამთ მომავლის სადღეგრძელოს. ქართული სუფრა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო ლხინი. სუფრის თითოეულ წევრს ეძლევა საშუალება, ადღეგრძელოს ახლობლები და თანამეინახენი და პატივი მიაგოს გარდაცვლილების ხსოვნას. თამადა გაგაოცებთ უჩვეულო სადღეგრძელოებით და ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობით. განთქმული ქართული კერძები ყველაზე დახვეწილ გურმანებსაც კი აღაფრთოვანებს, ხოლო მრავალხმოვანი ქართული სიმღერა და ეროვნული ცეკვა დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგყვებათ.